ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილ მამაკაცს ფილტვების ქრონიკული დაავადება ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსით დღეს გარდაცვლილი პაციენტი 76 წლის იყო და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ეს საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში