ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში, გიორგი რურუა მზადაა, თორაძეების საქმეზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თორაძეების საქმესთან დაკავშირებით თუკი, საგამოძიებო ორგანოს კითხვები ექნება, ისინი მზად არიან, პასუხები გასცენ.

"ჩვენთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არავის ჰქონია. ცხადია, თუკი, კითხვები ექნებათ და ოფიციალური მომართვა მოხდება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ცხადია, ჩვენ ყველა კითხვას აუცილებლად პასუხს გავცემთ", -განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, თორაძეების საქმეში გიორგი რურუას ფიგურირება ხელისუფლების ბინძური, ორგანიზებული კამპანიის ნაწილია.

ადვოკატის თქმით, ეს მოგონილი ტყუილი და ჭორია და იგივე პოზიცია აქვს თავად გიორგი რურუასაც.

შეგახსენებთ, რომ თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა, აშშ-ში ცხოვრობს და ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მისი დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს მიმართა“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს