გიგა მაქარაშვილის განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია დისტანციის დაცვით გაიმართება

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია აუცილებლად გაიმართება.

როგორც მაქარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, აქციაზე დისტანციის დაცვით დადგებიან, ექნებათ პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

„20 ივნისს აუცილებლად შევიკრიბებით რუსთაველზე, მიუხედავად იმისა, რომ მეექვსე თვე დაიწყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, დამოუკიდებელი საქართველოს საპროტესტო სივრცე შემოღობილია. თითქოს კალაძე ამით შეაფერხებდა საპროტესტო მუხტს, მაგრამ თუ მანამდე 5000 კაცი სჭირდებოდა რუსთაველის გადაკეტვას, ახლა 500 კაციც ძალიან მარტივად დაეტევა, ეჭვი მაქვს რომ კალაძეს ამის გამო საყვედურსაც ეტყვიან. დავდგებით დისტანციით დაცვით, მაქსიმალურად ვიქნებით ფრთხილად, გვექნება პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები. აქციაზე დაპატიჟებულია ყველა ის პარტია, რომელიც ამ წუთას იბრძვის „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქცია დისტანციის დაცვით გაიმართება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა