ვახუშტი მენაბდე - პარლამენტის რეგლამენტს ცვლილებები სჭირდება და კარგია, რომ ეს დაინიცირდა, თუმცა ის მოკრძალებულია, ვისურვებდით უფრო მეტს

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ცვლილებები სჭირდება. კარგია, რომ ეს ცვლილებები დაინიცირდა, თუმცა ის მოკრძალებულია, ვისურვებდით უფრო მეტს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განმარტებით, განხილვებზე დააყენებენ საკითხს იმის შესახებ, რომ საპარლამენტო კონტროლიც და პარლამენტის სტრუქტურული რეფორმის თვალსაზრისით უფრო თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მომწევევის პარლამენტმა.

„მაგალითად, „შეკითხვების დრო" უნდა შემოვიდეს, რომელიც პარლამენტარებს ყოველკვირეულად მისცემს შესაძლებლობას, კითხვები დაუსვას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ის ბალანსი, რაც მანდატის თვალსაზრისით არსებობს საპარლამენტო კომიტეტებს შორის და ის აღრევები კომპეტენციებში, რომელიც დღეს გვაქვს, შემცირდეს“, - განაცხადა მენაბდემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას რაც შეეხება, უნდა გაიზარდოს კვოტები. „მაგალითად, რა პროპორციითაც იქნება ოპოზიცია წარმოდგენილი პარლამენტში, იმ პროპორციით კომიტეტის თავმჯდომარეების თანამდებობა უნდა დაიკავონ. მათ ასევე, უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ პირველი მოადგილეები გახდნენ იმ კომიტეტებში, სადაც თავმჯდომარეები იქნებიან უმრავლესობის წარმომადგენლები. ეს არის ძალიან ზოგადი, რაც შეიძლება ითქვას ამ ცვლილებებზე", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ