ACIBADEM-ი მზად არის პაციენტების მისაღებად

უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომები და სპეციალური კრიზისული რეჟიმი დაინერგა ACIBADEM-ის ქსელის კლინიკებში. რადგან, ჩვენი პაციენტებისა და პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყო და რჩება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად.

მოწინავე ტექნოლოგიების, სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციის, ჩვენი კლინიკების ფიზიკური შესაძლებლობებისა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების სრულად შესრულების გამო, ჩვენს კლინიკებს მიენიჭა „პანდემიასთან ბრძოლის კლინიკების“ სტატუსი და რეორგანიზებული იქნა Covid-19-ით დაავადებული პაციენტების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ განვაახლეთ და დამატებით გავაძლიერეთ ადრე მიღებული უსაფრთხოების ზომები:

  • პაციენტები, რომლებიც არიან საეჭვო დიაგნოზით ან აქვთ დადასტურებული Covid-19-ის ინფექცია, იზოლირებულნი არიან კლინიკის სხვა პაციენტებისგან და სარგებლობენ ცალკე ლიფტით.
  • სამედიცინო პერსონალი, რომელიც კონტაქტშია საეჭვო ან დადასტურებული Covid-19-ით ინფიცირებულ ადამიანებთან, აღარ ურთიერთობს კლინიკის სხვა პაციენტებთან, ასევე აქვს საშუალება დროებით იცხოვროს კლინიკის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ სოციალური კონტაქტები და ოჯახის წევრების დაინფიცირების რისკები.
  • ACIBADEM-ის კლინიკებში ჰაერის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია მაღალტექნოლოგიური ჰაერის გამწმენდი სავენტილაციო სისტემებით, ისინი უზრუნველყოფენ კლინიკაში ჰაერის მთლიანი მოცულობის მუდმივ ცვლილებას, გარედან სუფთა ჰაერის შემოდინების გზით, რომელიც გადის სამდონიან ფილტრაციას და ავტომატურად რეგულირდება ჭკვიანი მართვის სისტემის საშუალებით. სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და აკონტროლებს ჰაერის ხარისხს მთელს შენობაში - ექიმების კაბინეტების, დერეფნების, საოპერაციო ოთახებისა და ლაბორატორიების ჩათვლით.
  • მიღებულია გაძლიერებული უსაფრთხოების ნორმები ყველა საზოგადოებრივი გამოყენების ადგილისათვის,: რეგულარული დეზინფექცია, მოსაცდელ ოთახებში არანაირი ნაბეჭდი გამომცემლობა, კაფეტერიები სავარძლებისა და სკამების გარეშე, გაყიდვაშია მხოლოდ შეფუთული საკვები.
  • სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია პერსონალური დაცვის საშუალებებით, ხოლო ყველა პაციენტს მიეწოდება ნიღბები.
  • სპეციალურად შექმნილი ინფექციური დაავადებების სამედიცინო საბჭო, რეგულარულად აფასებს სიტუაციას და საჭიროების შემთხვევაში მზადაა გადახედოს არსებულ ნორმებს და მიიღოს დამატებითი უსაფრთხოების ზომები.

კლინიკებში მუშაობა მოწყობილია იმგვარად რომ, სტაციონალური განყოფილებები და პაციენტების გამოკვლევების განყოფილებები, სრულიად იზოლირებულნი არიან Covid-19-ით ინფიცირებულების რეგისტრაციისა და მკურნალობის ზონებიდან.

დამატებითი ზომები რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის:

რისკ-ჯგუფის პაციენტებისთვის - ონკოლოგიური ავადმყოფების, ქრონიკული დაავადებების მქონე ან საოპერაციოდ მომზადებული პაციენტებისთვის, ACIBADEM-ში მიღებულია უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომები.

  • მოწყობილია განცალკევებული შესასვლელები.
  • შემოღებულია წესი, „ერთი პაციენტი-ერთი თანმხლები“, ორივეს უზომავენ ტემპერატურას კლინიკაში შესვლამდე.
  • სავალდებულო ტესტირება Covid-19-ზე ყველა პაციენტისთვის, რომელსაც ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა.
  • ყველა ინსტრუმენტის და აღჭურვილობის სავალდებულო დეზინფექცია. ასევე საოპერაციოების დეზინფექცია ყოველი პროცედურის წინ.
  • ოპერაციის შემდგომი აღდგენა - მხოლოდ განცალკევებულ ერთადგილიან პალატებში.

პაციენტთა მიღება უცხოეთიდან

Acıbadem Health Point-ის სპეციალურად გაწვრთნილი გუნდი, ყოველდღიურად კავშირზეა თითეულ პაციენტთან და მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით:

  • Covid-19-ის შესახებ ყველა აუცილებელი ინფორმაციის და რეკომენდაციების მშობლიურ ენაზე მიწოდება.
  • კლინიკაში ფიზიკური ვიზიტის საჭიროების მინიმუმამდე შემცირება (კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობა ინტერნეტით და ა.შ.)

ACIBADEM–ის სახლში მოვლის სერვისების (Acıbadem Homecare Services) წყალობით, თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ რიგი სერვისებით კლინიკის გარეთ: ექიმის კონსულტაცია, ულტრაბგერითი კვლევა, ბავშვთა და ახალშობილთა გამოკვლევა, ვაქცინაცია და სხვა მრავალი სამედიცინო მომსახურება.

  • დახმარება ფრენებთან და დაბინავებასთან დაკავშირებით, საელჩოსთან კომუნიკაცია, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება.

ACIBADEM-ის მიზანია, ყველა ჩვენი პაციენტის სამედიცინო დახმარების დროული უზრუნველყოფისთვის, შექმნას უსაფრთხო გარემო. ჩვენ ვიცავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ასევე ვიცავთ ჩვენს მიერ შემუშავებულ მკაცრი უსაფრთხოების პორტოკოლებს. იმისათვის, რომ თქვენ სამომავლოდ არ გადადოთ ზრუნვა საკუთარ და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობაზე.

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აჯიბადემი, უპრეცენდენტო უსაფრთხოების ნორმების დაცვითა და მუშაობის სპეციალური რეჟიმით, მზადაა პაციენტების მიღებისათვის.

ჩვენი პაციენტებისა და პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია!

თქვენი სამედიცინო მიზნებისთვის მოგზაურობის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაუკავშირდეთ აჯიბადემის წარმომადგენლობას საქართველოში :

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა