რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სადაც დავით მუმლაძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობდა, ხმაური იყო.
როგორც ,,ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ბრალდებულს გ.ა.-ს სხეულზე თვითდაზიანებები ჰქონდა მიყენებული და მისი ოჯახის წევრები მოითხოვდნენ, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ.
ადგილზე მობილიზებული იყვენენ სამართალდამცავები, ასევე გამოძახებული იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა გ.ა. - ს გადაყვანა სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მოხდა, რასაც მისი ოჯახის წევრების მხრიდან პროტესტი და ხმაური მოყვა.
35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში გასული წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.
მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა ადამიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და მკვლელობის ბრალდებით, 5 პირი, მათ შორის ყოფილი და მოქმედი პოლიციელები დააკავა, დანაშაულში ეჭვმიტანილი კიდევ ერთ პირი - ზ.ჯ.-კი მოგვიანებით იქნა დაკავებული.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"