ანა დოლიძე - მოძრაობა „ხალხისთვის“ მხარს ვუჭერთ აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, დამოუკიდებელ მედიაში ხელის ფათური, არავის გასვლია

მოძრაობა „ხალხისთვის“ და მისი ლიდერი ანა დოლიძე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა სხვადასხვა მეთოდით დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად იბრძვიან, - ამის შესახებ ანა დოლიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, მოძრაობა უერთდება 26 ივნისის აქციას - „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დასაცავად“.

„ჩვენი მოძრაობა „ხალხისთვის“ მხარს ვუჭერთ ტვ. აჭარის მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, დამოუკიდებელ მედიაში ხელის ფათური არავის გასვლია და არც „ქართულ ოცნებას“ გამოუვა. სამწუხაროა ის, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება პირს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თავად იყო ზეწოლის ობიექტი. ხალხი, რომლის გვერდითაც ვიბრძოდი რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია 202-ის დასაცავად, დღეს მათ წინააღმდეგ მიწევს გამოსვლა. გიორგი კოხრეიძე, რომელიც არის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ამჯერად „ქართული ოცნების“ სახელით ცდილობს გაიმყაროს ტელევიზიაზე კონტროლი. ეს პროცესები ძალიან სავალალოა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

მოძრაობა „ხალხისთვის“ ასევე მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უნდა შეირჩეს ადამიანები, ვინც რეალურად იბრძოლებენ მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, დღემდე ამ ტელევიზიამ ვერ შეძლო იყოს ხალხის ტელევიზია, რაც მისი მთავარი ფუნქციაა. ახლა გვაქვს შანსი, რომ გამგეობაში შევიყვანოთ ადამიანები, რომლებიც არ გაჩუმდებიან და პირში წყალს არ ჩაიგუბებენ, როდესაც დაინახავენ როგორ იფლანგება შენი და ჩემი ჯიბიდან გადახდილი ფული რაღაც გაუგებარ ინტერესებზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოძრაობა „ხალხისთვის“ ბოლომდე იქნება ჩართული ბრძოლაში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ ვერც ერთმა ბიძამ, ნებისმიერი ხარისხის უფლებით, ღილაკზე ერთი დაჭერით ვერ შეძლოს დამოუკიდებელი მედიის გათიშვა“, - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო