„თიბისი“ თანამშრომლებს სტარტაპ-დეკრეტში გასვლას უკვე მეორედ სთავაზობს

„თიბისი“ საკუთარ თანამშრომლებს მეორედ აძლევს უპრეცედენტო შესაძლებლობას, ისარგებლონ სტარტაპ-დეკრეტით. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, „თიბისის“ თანამშრომლები შეძლებენ, ისარგებლონ 6 - თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ. პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო.

მათივე ცნობით, „თიბისელები“ პროგრამა „სტარტაპერში“ავტომატურად ჩაერთვებიან და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

„ინოვაციური პროექტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა უნდა იყოს ტექნოლოგიური/ინოვაციური. სტარტაპ-დეკრეტი თიბისის ინიციატივით 2019 წელს შეიქმნა და მას ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად. სტარტაპ-დეკრეტის პირველი სამი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ერთმა მათგანმა კუთვნილი დეკრეტით ისარგებლა და საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს. სტარტაპ-დეკრეტის მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი სექტემბერში გამოავლენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო