კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო დღეებში გამოაცხადებენ მიკროავტობუსებზე შესყიდვას და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდიან

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მომდევნო დღეების განმავლობაში გამოაცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე და პირველ ეტაპზე 300 ერთეულს შეისყიდის. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება.

„დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა მუნიციპალიტეტს, ეს რა თქმა უნდა, ცუდია. ეს ყველაფერი აისახება იმ პროექტებზე, რომლის განხორციელება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჩვენ ისე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ცოტა მოგვიანებით დავიწყებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ერთ-ერთი პროექტი,რომელიც ჩვენ შევაჩერეთ და გამოცხადებული იყო უკვე ტენდერი შესყიდვაზე, ეს იყო მიკროავტობუსების შეძენა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და რა თქმა უნდა, მიკროავტობუსებიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ტრანსფერის სახით დამატებითი თანხის წამოღების შესაძლებლობა მოგვეცა ცენტრალური ბიუჯეტიდან და ეს თანხები იქნება გამოყენებული მიკროავტობუსების შესაძენად. მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოცხადებს შესყიდვას მიკროავტობუსებზე, 300 ერთეული იქნება პირველ ეტაპზე. მთლიანად მოხდება მიკროავტობუსების ჩანაცვლება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს