ეკა ბესელია გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეს პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, პირველ ჯერზე, ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, გაფრთხილება მიეცეს

დეპუტატი ეკა ბესელია გამოდის ინიციატივით, რომ მოქალაქეს, რომელიც პირბადეს არ გაიკეთებს, პირველ ჯერზე, ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, გაფრთხილება მიეცეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ წინადადების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იტყვის, სადაც დღეს განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც პირბადეების შესაბამის ადგილზე არგამოყენების შემთხვევაში ჯარიმებს ითვალისწინებს.

„მე მგონია, რომ ეს არის ნაჩქარევი, მოუმზადებელი, გაუაზრებელი. არ შეიძლება, რომ ბიუროს სხდომაზე ასე გადალაპარაკებით იცვლებოდეს ჯარიმის ოდენობა. არ მომწონს, რომ არ ხდება პროპორციულად გარკვევა და გაანალიზება, რა ჯარიმა არის ადეკვატური დარღვევის, თუ შეიძლება, რომ ამას დარღვევა ვუწოდოთ. მე, პირადად, დავაყენებ საკითხს და მექნება წინადადება, რომ პირველ ჯერზე იყოს გაფრთხილება. ჩვენმა ძალიან ბევრმა მოქალაქემ შეიძლება არც იცოდეს, რომ ასეთი კანონი არსებობს. ისე სწრაფი ტემპით ხდება პარლამენტში კანონების მიღება, რომ ამას მოქალაქეები კი არა, პარლამენტის წევრები ვერ ეწევიან და ვერ ასწრებენ მის წაკითხვას“, - განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირები 20 ლარით დაჯარიმდებიან. აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდში შეთანხმება მიღწეულია.

იხილეთ ვიდეო:პლენარულ სხდომაზე პირბადის ტარების წესის დარღვევის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა