გიგლა მიქაუტაძე - „ქართული ოცნება“ მმართველობას სამჯერ გაზრდილი ვალით ასრულებს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოიტყუეს, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება პანდემიას დააბრალეს.

მისი თქმით, საქართველოსადმი ნდობა დიდი ხანია დაკარგეს ინვესტორებმა და მისი აღდგენისთვის ხელისუფლების ცვლილებაა აუცილებელი. მიისვე თქმით, „ქართული ოცნება“ მმართველობას სამჯერ გაზრდილი ვალით ასრულებს.

“რა თქმა უნდა, პანდემიამ თავისი გავლენა იქონია ამ საკითხზე, თუმცა, შევახსენებ პატივცემულ მინისტრებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უკვე 2018 წელს შემცირდა 35 %-ით, 2019 წელს კი არ გაზრდილა და მშპ-სთან შეფარდებით, ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელზე 7.1% შეადგინა. საქართველოსადმი ნდობა დიდი ხანია დაკარგეს ინვესტორებმა და მისი აღდგენისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. მსურს ასევე გამოვეხმაურო 2020 წლის განახლებულ ბიუჯეტს. როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობამ არ გააკეთა სერიოზული ეკონომია ხარჯვით ნაწილში, მიუხედავად მძიმე კრიზისისა. სახელმწიფო მოხელეების ხელფასების მხოლოდ 57 მილიონი ლარით შემცირება მეტყველებს მმართველი პარტიის ხალხის ფულის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე. საგანგაშოა, რომ 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის 45% ვალით შეივსება და წლის ბოლოს საქართველო რეკორდული მაჩვენებლის მთავრობის ვალი ექნება, 27 მილიარდი ლარის ოდენობით, ანუ 3-ჯერ მეტი ვიდრე 2013 წელს ჰქონდა”,-აცხადებს მიქაუტაძე.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს