ადვოკატი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახა მურადაშვილს ხელისუფლებამ დაკვეთის შესრულება და რურუასთვის იარაღის „ჩადება“ დაუფასა

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალებულ გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, კახა მურადაშვილს ხელისუფლებამ პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და გიორგი რურუასთვის ცეცხლსასროლი იარაღის „ჩადება“ დაუფასა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საძაგლიშვილმა განმარტა, მათ ინფორმაციაზე, რომ გიორგი რურუას დნმ-ის ნიმუში უკანონოდ აუღეს, კახა მურადაშვილს რეაგირება არ მოუხდენია.

„დაიკითხა კახა მურადაშვილი, რომელიც იყო იმ სამმართველოს უფროსი, რომელმაც ჩაატარა გიორგი რურუას დაკავების ოპერაცია და რომელმაც მას ცეცხლსასროლი იარაღი „ჩაუდო“. კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო, ჩვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ გიორგი რურუასგან უკანონოდ მოხდა დნმ-ის ნიმუშის აღება და ვკითხეთ, თუ რა გააკეთა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. აღმოჩნდა, რომ მან ეს ინფორმაცია სულელურად მიიჩნია და ერთადერთი, რაც გააკეთა, თავად იმ პირებს, რომლებმაც გიორგი რურუას უკანონოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და ჩაუდეს იარაღი, შეეკითხა და მათი პასუხიდან გამომდინარე საჭიროდ აღარ ჩათვალა სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება. ამის შემდეგ, კახა მურადაშვილი დაწინაურდა, ის თბილისის პოლიციციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დაუფასა პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და გიორგი რურუასთვის ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება, საპატიმროში გამოკეტვა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისივე განმარტებით, გიორგი რურუას დაკავებისთანავე დნმ-ის ნიმუში იმის გამო აუღეს, რომ „ჩადებულ“ იარაღზე გადაეტანათ.

„რაც შეეხება თითის ანაბეჭდებს, ექსპერტი დაიკითხა, რომელიც ამ დარგის სპეციალისტია და მან თქვა, რომ თუ მჭიდრო კონტაქტი არსებობს და ზედაპირი გლუვია, ასეთ შემთხვევაში თითის ანაბეჭდები გადადის. ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი იყო გადატენილ მდგომარეობაში, ეს მოითხოვს ხელის მჭიდრო შეხებას ლულის საფართან, რომელიც არის გლუვი, ანუ არანაირი წინააღმდეგობა ანაბეჭდების გადასვლას არ ექნებოდა, თუკი რურუას იარაღთან შემხებლობა ექნებოდა. იგივე ითქის მეტალიზაციის დასკვნაზე. რაც შეეხება დნმ-ის ექსპერტიზას, პირველივე დღეს ვთქვით, რომ გიორგი რურუას დაკავებისთანავე დნმ იმის გამო აუღეს, რომ დაეტანათ „ჩადებულ“ იარაღზე, მერე ეს დასკვნა გამოეყენებინათ იმის დასამტკიცებლად, თითქოს, გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა“, - აცხადებს საძაგლიშვილი.

მისივე განმარტებით, გიორგი რურუასთვის ცეცხლსასროლი იარაღი მანქანაში არ ჩაუდიათ. ადვოკატის თქმითვე, ის მხოლოდ დოკუმენტებში გააფორმეს, იარაღის მაყუჩი კი, ამოიღეს.

„ავტომობილს რაც შეეხება, აქ გვაქვს განსხვავებული შემთხვევა, ცეცხლსასროლი იარაღი გიორგი რურუასთვის პირდაპირ არ ჩაუდიათ და არ ამოუღიათ, უბრალოდ, დოკუმენტურად გაუფორმეს. რაც შეეხება ე.წ მაყუჩს, რომელიც ავტომობილიდან იქნა ამოღებული, ის ფიზიკურად ჩადეს პოლიციელებმა. ეს დადასტურდა თუნდაც, იმით, რომ ვაკის სასაფლაოდან დიღმის პოლიციის შენობამდე სწორედ პოლიციელებმა წამოიყვანეს მანქანა, მათ ჰქონდათ მფლობელობა ამ ავტომანქანაზე და შესაბამისად, ჩადეს ეს ნივთი ავტომობილში. უბრალოდ, ნივთიერი მტკიცებულება რომ არის მანქანა, ამიტომ მოხდა მისი დათვალიერება. სიმართლე გითხრათ, ეს ავტომობილი ნივთიერმტკიცებულებად რატომ არის, საკითხავია“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს