თბილისში, დიდი დიღმის პირველ მიკრორაიონში, ერთ-ერთ კორპუსთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
მიზეზი უცნობია.ერთ-ერთი ვერსიით, აალება შესაძლოა, სიგარეტისგან მომხდარიყო, თუმცა აღნიშნულს თავად მანქანის მეპატრონე გამორიცხავს.
ხანძარმა გვერდით მდებარე ავტომობილიც დააზიანა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.