მიუნხენში ავტომობილი ადამიანების ჯგუფში შევარდა

გერმანიაში მიუნხენში ავტომობილი ადამიანების ჯგუფში შევარდა, რის შემდეგაც ავტომობილში მყოფი პირები გადმოვიდნენ და მოსახლეობას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ვეძებთ ავტომანქანას. ჩვენი შეფასებით, ამ დროისთვის საშიშროება აღარ არსებობს“ , - განაცხადეს სამართალდამცავ ორგანოში.

ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, პოლიციამ შემოსაზღვრა. უწყების ინფორმაციით, საუბარია მიზანმიმართულ თავდასხმაზე.

გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, თავდასხმაში ექვსი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ცნობილი დაჯგუფება „ჯოჯოხეთის ანგელოზების“ წევრები არიან. თავდასხმის დროს ზოგიერთმა მათგანმა ცივი იარაღი გამოიყენა. დაჭრილია სამი ადამიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?