ეკატერინე ტიკარაძე - სომხეთს შევთავაზეთ სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის გაგზავნა, რა თქმა უნდა, ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რა ფორმით დაეხმარება საქართველო სომხეთს, ეს ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის გამართული კომუნიკაციის შემდეგ გადაწყდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის უწყებიდან აცნობეს, საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციის და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ვიდეო კონფერენცია.

„მოგვაწოდა სტატისტიკა თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონარულ მკურნალობას, ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ, ასევე რა რაოდენობის პაციენტი საჭიროებს ჟანგბადის მხარდაჭერას. ისინიც კოვიდს ხედავენ, როგორც გლობალურ პრობლემას და ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ პრობლემის განხილვა მოხდეს კომპლექსურად, რეგიონულ ჭრილში, რადგან ეს არ არის ერთი ქვეყნის გამოწვევა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არის, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება მოხდეს.

„სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა თუ როგორი არის ჩვენი სტრატეგიული გეგმა შემოდგომისთვის და რა ღონისძიებებს ვატარებთ, როგორ ვემზადებით. დაინტერესდა როგორ იკვლევენ ჩვენი ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების ჯაჭვს. ძირითადი აქცენტი და ინტერესი არის იმაზე თუ როგორი კლინიკური მიდგომები გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ შედგეს ვიდეო კონფერენცია, რომელსაც მიეცემა სისტემატური ხასიათი. კონფერენციის შედეგად, უფრო დეტალურად დავადგენთ საჭიროებებს და დავგეგმავთ კონკრეტულ დავალებებს. ამასთანავე ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის, რა თქმა უნდა ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ, სომხეთში გაგზავნა. ასევე შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ საზღვარზე ავაწყოთ ისეთი ლოჯისტიკა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა, იმ შემთხვევაში თუ თავიანთი ლაბორატორიული სიმძლავრე არ ყოფნით, ჩვენ დავახმართ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა, თუმცა, ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვიდეო კონფერენცია უახლოეს მომავალში ჩაინიშნა და მასში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიისა და კლინიკური ჯგუფის წევრები მიიღებენ.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 30.07.2026
ტოიოტა კავკასიამ სრულიად ახალი Toyota Hilux და ისტორიაში პირველი Land Cruiser 300 Hybrid წარადგინა
Buknari Resort - ერთი ჩასვლით შეყვარების ადგილი
ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა: Samsung-მა 2026 წლის ტელევიზორების სრული ხაზი წარადგინა
კოლეჯი Skillwill  ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სამი პროფესიული პროგრამით იქნება წარმოდგენილი
ახალმა თაღლითურმა სქემამ მიზანში სამუშაოს მაძიებლები ამოიღო
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
დამუხტე და დაისვენე - „ვისოლმა“ ბათუმში ელექტრომობილების ახალი, მრავალფუნქციური ჰაბი გახსნა
Haier ტექნიკა ექსკლუზიურად „ელიტში“