Covid 19-სგან გამოწვეული პრობლემების თემატიკაზე უფასო ონლაინ ლექციები ჩატარდა

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა Covid 19-ის მიერ გამოწვეული პრობლემების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი ციფრული პროდუქტი შექმნა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსისა და მასთან თანმხლები დაავადებების დეტალური ანალიზი ევექსი ჰოსპიტლების შიდა ქსელში ჯერ სახელმძღვანელოს სახით (COVID 19 - კლინიკური მართვის სახელმძღვანელო) გამოიცა, შემდეგ კი ინტერნეტში ონლაინ ლექციებად აიტვირთა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

„დისტანციური სწავლება ხუთ ეტაპად დაიყო. ოთხი ლექცია საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა, გრიგოლ ხურციძემ წაიკითხა, ერთს კი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფექციონისტი, მამუკა მაჩაიძე წაუძღვა. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ჯანდაცვისთვის Covid 19 ახალი გამოწვევაა, სამედიცინო პერსონალისთვის პათოლოგიის გარშემო სრულყოფილი ინფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკურმა დირექტორმა ინფორმაციის მოძიება, სორტირება და "ევექსელი" ექიმებისთვის ლექციის სახით მიწოდება უზრუნველყო.

განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ფიზიოლოგია (ახალი ვირუსის მახასიათებლების შემდგომი შესწავლის მიზნით) პათოფიზიოლოგია (Covid 19-ის მიმდინარეობა და ზემოქმედება ორგანიზმზე) რესპირატორული მხარდაჭერა (ვირუსთან თანხმლები რესპირატორული გართულებები) ჰემოდინამიკა, ჰიპერკოაგულაცია. (გამომწვევი ფაქტორი და მკურნალობის გზები) ციტონიკური შტორმი და ჰემორაგიული ცხელება (ლეტალური გართულებები)“, - აღნიშნულია „ევექსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალ გამოწვევასთან ერთობლივად ბრძოლა მნიშვნელოვანია, ამიტომ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, ხუთივე ონლაინ ლექცია სრულიად უფასოდ, „იუთუბის“ არხზე მოისმინოს. დისტანციური სწავლებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს