პროკურატურამ გორში მომხდარი ჩხუბის საქმეზე ბრალდებულ თარაშ კანდელაკისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

გორის რაიონულმა პროკურატურამ, გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებული თ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, თ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს, ქ.გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.კ.-მ, შელაპარაკებისას, ე.თ.-ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“