საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, აშშ-ს ელჩი და საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში გორის წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალს ესტუმრნენ

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევა გორის წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალს ესტუმრნენ, საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს შეხვდნენ და გორის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებლობა აქვს დაეხმაროს რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს COVID-19-ის პანდემიის პირობებში. საქართველოს წითელი ჯვრის პრეზდენტმა ნათია ლოლაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან და სამხრეთ კავკასიაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელ ოლგა ჯუმაევასთან ერთად გორში მცხოვრებ ბენეფიციარებს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა.

„დღეს სტუმრად ვიმყოფებით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალში, სადაც გავეცანით ფილიალის საქმიანობებს და აქტივობებს. მინდა აღვნიშნო, რომ წითელი ჯვრის საზოგადოებამ უკვე 70 000-ზე მეტი ამანათი დაარიგა საქართველოს მასშტაბით. COVID-19-ზე რეაგირების ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია USAID-ის მხარდაჭერა, რითაც ჩვენ შევძელით ქვეყანაში სასურსათო და ჰიგიენური ამანათების დარიგება,” - განაცხადა ნათია ლოლაძემ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ