ბუნდესტაგის წევრი დირკ ვიზე - 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემაში ცვლილებას ითვალისწინებს

8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანას და პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრის 120 მანდატსა და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრის 30 მანდატს ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა და ბუნდესტაგის წევრმა და გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, დირკ ვიზემ ვიდეოზარის მეშვეობით იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, დირკ ვიზემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს პოლიტიკური ჯგუფების მიერ 8 მარტის შეთანხმების ისტორიულ მიღწევასა და ყველა იმ მხარის ურთიერთნდობასა და კომპრომისზე, რომლებიც საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზებასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნაში მონაწილეობენ.

მან ყურადღება გაამახვილა აგრეთვე პოლიტიკური დიალოგის ხელშემწყობთა როლზე და გამოეხმაურა მათ გამოძახილს, დაცულ იქნეს 8 მარტის შეთანხმების პირობები და სულისკვეთება მისი წარმატებით განხორციელების მიზნით.

"ონლაინ შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე მოვლენები და გერმანია-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ანრი ოხანაშვილმა მოკლედ შეაჯამა Covid-19-ის კრიზისის საპასუხოდ საქართველოს რეაგირებისა და ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებები, ხოლო ვიზემ საქართველოს ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიერ პანდემიაზე სწრაფი, ეფექტიანი და წარმატებული რეაგირების მიმართ მაღალი შეფასება გამოთქვა, აგრეთვე საქართველოს მიმართ გერმანიისა და ევროპის მხარდაჭერა გამოხატა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ