ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან ორი მათი მედპერსონალია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან ორი კლინიკის მედპერსონალია.

როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებულები არიან ექთნები, რომელთაც კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან უწევდათ კონტაქტი.

მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა „აგრესიული ტესტირება“ დაიწყება.

„დღეს დაახლოებით 50 ექიმი, ექთანი და სანიტარი გაიტესტა. როგორც კი ჩვენთან პირველი შემთხვევა აღმოჩნდა, მაშინვე დავიწყეთ მთელი „სტაფის“ გატესტვა.

ახალი დამთავრებული გვქონდა სრული ტესტირება, დაახლოებით ორი დღის, მთელი „სტაფი“ გატესტილი გვყავდა, ყველა ნეგატიური იყო, თუმცა, მოგეხსენებათ, კორონავირუსს ეს არ აინტერესებს.

დავიწყებთ ჩვენი თანამშრომლების ე.წ. აგრესიულ ტესტირებას, ყველას გავტესტავთ. პასუხები ხვალ გვექნება ჩვენი 50 თანამშრომლის და მათიც, ცხელების ცენტრში ვინც შემოვიდა“,- განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, ინფიცირებულთაგან ერთი ინფექციური საავადმყოფოდანაა გადმოყვანილი და მისი ეპიდწყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი პაციენტების შემთხვევაში, ვისაც ინფიცირება ახლა დაუდასტურდა, კონტაქტების მოძიება დაიწყება.

რაც შეეხება კითხვას, მუშაობდნენ თუ არა ტემპერატურიანი მედიკოსები მათ კლინკაში პაციენტებთან, გოფოძე პასუხობს, რომ ეს სწორი ინფორმაცია არ არის.

„არა, ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არ არის სწორი ინფორმაცია, რომ სიცხიანი თანამშრომლები ჩვენთან მუშაობდნენ. პირველ რიგში, ამის სადარაჯოზე ვიდექით ჩვენთან ყველა, რომ მედპერსონალს ტემპერატურა არ ჰქონოდა. ის კი არა, ოდნავ ყელის ტკივილზეც პანიკა ტყდებოდა, სასწრაფოდ ტესტირებას ვუკეთებდით და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი 3-ჯერ და 4-ჯერ არის PCR-ტესტზე გამოკვლეული“, - უპასუხა გოფოძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი სულ 6 მედიკოსს აქვს დადასტურებული.

ზაალ ანჯაფარიძე - სტაბილურობა, რომელიც დღეს გვაქვს, საკმაოდ მყიფეა - სახელმწიფოს რესურსები ულევი არ არის და ამიტომ  ხელისუფლება  ცდილობს,  თავი დაიზღვიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2021
ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდის საგარეო პოლიტიკა: ალბათობები და ჩვენი რეალისტური მოლოდინები
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ოთხ სააქციო პირობას სთავაზობს
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა