ეკა ბესელია - ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი არ არის დასრულებული, არც ერთ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზს არ გამოვრიცხავდი

ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი არ არის დასრულებული, მე არცერთ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზს არ გამოვრიცხავდი, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მაჟორიტარული ოლქების 30-მდე შემცირების გამო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა კანონპროექტს ისევ არ დაუჭირონ მხარი, ეკა ბესელიამ უპასუხა, რომ „ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატებს სავარაუდოდ, აღნიშნული კანონპროექტის კენჭისყრამდე არ დაასახელებს.

„ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი არ არის დასრულებული, მე არცერთ სასიამოვნო თუ უსიამოვნო სიურპრიზს არ გამოვრიცხავდი. მაინც ფრთხილად ვუყურებ ამ პროცესს და მუდმივად ვიმეორებ, რომ მე პირადად იმისთვის ვარ განწყობილი, რომ ხელისუფლებას არ დავუტოვოთ რაიმე ტიპის შანსი ამ დაპირების უკან წასაღებად. ამიტომ ვამბობ, რომ პირადად მე მხარს დავუჭერ, რადგან პრინციპული მგონია სისტემის შეცვლა, თუმცა ვიდრე კენჭისყრის დღე დაინიშნება, ჯერ კიდევ არის შანსი, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ გავლენებს მიღმა იქნება. არც ის არ გამოვრიცხოთ, რომ რაიმე ახალი სცენარი იყოს შემოთავაზებული. ვიდრე კანონპროექტი კენჭისყრაზე არ გავა, ალბათ, მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დაასახელებენ. თუ პირიქით მოხდა, მაშინ ეს რაღაცა ხელოვნურად პროვოცირებულ პროცესს დაემსგავსება,“ - განაცხადა ბესელიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს