გიორგი გახარია - საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს

საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყველას ბრძოლა ისევე როგორც, ყველა მიღწევა ამ მიმართულებით.

„არ უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაცა დავასრულეთ, ბრძოლა დასრულებულია, ან გამარჯვებას მივაღწიეთ. ეს ყველაფერი მარტივია - რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით უფრო სწრაფად გავრცელდება ვირუსი. შეუძლებელია ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს პანდემია, უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს არის გლობალური გამოწვევა. ამიტომ, ყველა ვხედავთ, რა ხდება რეგიონში, რომ საქართველო არის სიმშვიდის მწვანე კუნძული, მაგრამ ამის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს, ამიტომ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვმართებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ როგორც კი მოვდუნდებით, ვირუსი გავრცელდება ისე სწრაფად, რომ ვერც მოვასწრებთ გააზრებას და შევხედავთ ერთმანეთს და ვიტყვით - როგორ დაგვემართა. ამიტომ, უნდა გვქონდეს მაღალი ხარისხის პასუხისმგებლობა. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ბრძოლა, ეს ყველას ბრძოლაა. ისევე როგორც, თუ რამეს მივაღწიეთ, მივაღწიეთ ერთობლივად და ასევე ერთობლივად უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვინც დაბრუნდნენ ქვეყანაში, უნდა მივცეთ საშუალება, რომ ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები აქ, საქართველოში შრომით. ამისთვის გვჭირდება, პირველ რიგში, კონტროლი, უნდა ვაკონტროლოთ ეპიდემია და გვქონდეს მარტივი ფორმულა - სწრაფად უნდა გამოვავლინოთ, სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ და სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ცხოვრებაში. ამისთვის გვმართებს ყურადღება თითოეულ ჩვენგანს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ, სად ვართ და რით ვართ დაკავებულები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო