მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„მინდა ჩემი პოზიცია გამოვთქვა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ქართველი ხალხის გამარჯვებას ამ ყაჩაღების ბანდაზე და მთავარ ყაჩაღზე ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია. გამოწვევა არის ძალიან დიდი და რა თქმა უნდა, ივანიშვილი თავისით არაფერს არ დათმობს. ამიტომ, მივესალმები ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც კოორდინაციას უწევს ოპოზიციის ჯგუფების მოქმედებას. ვინაიდან, ასეთი რეჟიმების წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გარეშე ძნელია მოქმედება. მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომელიც გადაიდგა მაჟორიტარობის კუთხით კოორდინაციის... მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველამ უნდა გადავდოთ ამბიციები გვერდზე და გავაერთიანოთ მთლიანად ყველა ოპოზიციური ჯგუფი ერთიან სიაში - ეს არის ერთიანობის ყველაზე ზუსტი და სწორი ფორმა! ასეთია საქართველოს წინა გამოცდილებაც და ასეთია მსოფლიოს გამოცდილებაც.

გავერთიანდეთ! გავაკეთოთ ერთიანი დიდი სია... ადგილები გადანაწილდეს ეს ჩემთვის სულერთია, მაგრამ ალბათ, პარტიების რეიტინგებით და მხარდაჭერის მიხედვით და ეს ადვილი დასადგენია და შემდეგ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ ივანიშვილს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავლახოთ ეს უბედურება რაც ახლა ხდება... საქართველომ უნდა გააგრძელოს განვითარება! ერთიანი სია, ერთიანი ძალა და გამარჯვება ქართველი ხალხისთვის! მე მზად ვარ, განვიხილო ყველანაირი წინადადებები ამ მიმართულებით და იმედია, დისკუსია გაიხსნება და რაღაც შედეგებამდე აუცილებლად მივალთ”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა