მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10-მდე გაიზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაინფიცირების წყარო უცნობია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 24 საათში 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 2 სამედიცინო პერსონალია, 5 - საკარანტინე სივრციდან, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, 5-ის დაინფიცირების წყარო კი უცნობია. რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კვლავ 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ, რომლის მდგომარეობა სტაბილურია.

“დაგვემატა 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 5-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 136 პაციენტი მკურნალობს. 14 ახალი შემთხვევიდან 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 არის საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, 1 არის სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო, რომელზეც კვლევა გრძელდება. ჯამში 10 ადამიანის დაინფიცირების წყარო არ ვიცით, თუმცა შეიძლება რომელიმეს წყარო დადგენილი იყოს, ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით. ჩვენთან 2 ახალი პაციენტია, 2 გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა და კვლავ 38 დადასტურებული შემთხვევა წევს. ჩვენი სპექტრი სიმძიმის მიხედვით არ შეცვლილა, კვლავ მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს, რომელთა დაავადების პროგრესირება არ ხდება, სტაბილურია უკვე სიტუაცია და რამდენიმე დღეში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პროგნოზი აღარ იქნება საყურადღებო და კეთილსაიმედო იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს