ტექნიკურ უნივერსიტეტში IV კურსელებისთვის ლაბორატორიული მეცადინეობა 15 ივნისიდან განახლდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის IV კურსის სტუდენტებისთვის, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, მეორე სემესტრის ის ლაბორატორიული მეცადინეობები განახლდება, რომლის ჩატარებაც ონლაინ რეჟიმში შეუძლებელი იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, დისტანციური სალექციო კურსები კი ლაბორატორიული მეცადინეობის პარალელურად გაგრძელდება.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, აკადემიური ჯგუფების ცხრილში შესაბამისი ცვლილებები უკვე ასახულია.

“ლაბორატორიული მეცადინეობები ცხრილში მითითებულ აუდიტორიებში ჩატარდება. განახლებული ცხრილი განთავსებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gtu.ge - რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“ და დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე www.elearning.gtu.ge .

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია თხოვნით მიმართავს სტუდენტებს, ლაბორატორიულ მეცადინეობებზე დასასწრებად თან იქონიონ პირბადეები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავის მხრივ, ლაბორატორიული სასწავლო პროცესის ჩატარებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ბაკალავრიატის I, II, III კურსის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, მათთვის ლაბორატორიული მეცადინეობების განახლების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდებზე წინასწარ განთავსდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს