14.07.2025 / 09:02
რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

ამასთან, გოფოძის განცხადებით, ჰყავთ კიდევ ორი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა საყურადღებოა.

„რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც ჩვენთან მართვით სუნთქვაზეა, მისი მკურნალობა გრძელდება. შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. გარდა ამისა, გყვავს ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, პნევმონია აქვთ“ , - განაცხადა გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა. აქტიური შემთხვევების რიცხვი კი 161-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა