ემანუელ მაკრონი - ვირუსთან პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, საფრანგეთი „მწვანე ზონად“ გამოცხადდა

საფრანგეთი დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს, - შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, საფრანგეთის მთელი ტერიტორია ორშაბათიდან „მწვანე ზონად“ ცხადდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის კაფე და რესტორანი გაიხსნება.

მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ დღეიდან მოქალაქეებს ევროპის სხვა ქვეყნებში შეუზღუდავად გადაადგილების საშუალება ექნებათ. 22 ივნისიდან კი საფრანგეთის ყველა სკოლაში, საშუალო სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი განახლდება.

„ბრძოლა ეპიდემიის წინააღმდეგ არ დასრულებულა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ვირუსის წინააღმდეგ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ,“ - განაცხადა ემანუელ მაკრონმა და დასძინა, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვნად შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყანაში მასობრივი შეკრებები კვლავ „მკაცრად გაკონტროლდება.“

ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, რომელიც მარტში უნდა ჩატარებულიყო და კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო, 28 ივნისს გაიმართება.

ცნობისათვის, საფრანგეთში კორონავირუსის 157 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 29 407 ადამიანი. პრეზიდენტმა მაკრონმა პირველი მკაცრი კარანტინი 17 მარტს დააწესა, 11 მაისიდან კი ქვეყანამ დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის თითქმის მთელი ტერიტორია ე.წ. მწვანე ზონად გამოაცხადა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ