გიორგი კაკაურიძე - ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად ყოფილიყო დაზღვეული როგორც ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ასევე, პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში

ჩვენ ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ სრულად ყოფილიყო ქვეყანა დაზღვეული როგორც ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ასევე, პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი სცენარის მიხედვით, გროვდება, დაახლოებით, 2,5 მილიარდი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტი მზად იყოს შესაბამისი ხარჯების გასაწევად.

„ვალი, რა თქმა უნდა, გვეზრდება, წლის ბოლოსთვის, მისი მაჩვენებელი 55%-ს გადააჭარბებს. ეს კარგი არ არის, თუმცა, ჩვენ ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ქვეყანა სრულად ყოფილიყო დაზღვეული როგორც უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისის, ისე პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში. წარმოდგენილი სცენარის მიხედვით, ჩვენ 2.5 მილიარდის ოდენობის ფინანსურ რესურსს ვაგროვებთ და თუ დაგვჭირდა მეტი თანხის მობილიზება, ბიუჯეტი ამისთვის მზად იქნება. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ მეორე ტალღა არ იქნება უფრო რთული. ჩვენ ეს რეზერვი უნდა გამოვიყენოთ მომდევნო წლებში ვალის შემცირებისთვის. ვფიქრობთ, ეს არის პიკი და ჩვენ მომდევნო 2-3 წელიწადში, ვალის მოცულობას მშპ-სთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შევამცირებთ და 55%-იანი ზღვრიდან 50%-ზე დაბლა ჩამოვალთ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა