რომან გოცირიძე - ივანიშვილის საკონცერტო დარბაზის სუბსიდირება წელიწადში 8 მლნ ლარი ჯდება

ბიუჯეტით ვერავის მოატყუებ, ბიუჯეტი არის სარკე ტყუილების მხილებისა - რაც ილაპარაკა გიორგი გახარიამ თავის პრეზენტაციაზე, ამ ბიუჯეტში არ დევს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ფრაქციის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი „უთავოდაა დაგეგმილი“ და მასში არაფერი შემცირებულა, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამო ვერ განხორციელდა.

„2012 წელს, როდესაც ხელისუფლება გადავაბარეთ, ვალი იყო 9 მილიარდი ლარი. ეს ვალი დაგროვებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული 2012 წლამდე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვალი აიყვანა 28 მილიარდამდე და 8 მილიარდი ლარის ოდენობის ვალი აიღო მხოლოდ წელს. გასაგებია, საგარეო დახმარებების მიღების აუცილებლობის წინაშე იდგა ქვეყანა, მაგრამ რატომ აიღეთ საშინაო ვალი, რატომ გაიზარდა წელს ქვეყანაში საშინაო ვალი, მაშინ, როდესაც შესაძლებლი იყო უამრავი უვარგისი ხარჯის შეკვეცა ბიუჯეტში. რეალურად ბიუჯეტში არაფერი შემცირდა, გარდა იმ ხარჯებისა, რომელიც ვერ განხორციელდა საგანგებო მდგომარეობის გამო. მარტო ივანიშვილის საკონცერტო დარბაზის სუბსიდირება წელიწადში 8 მილიონი ლარი ჯდება. ჩვენი ჯიბიდან უნდა შევინახოთ ივანიშვილის მიერ აშენებული ის ობიექტი, რომელიც სიამაყით ამბობს, რომ მთავრობას აჩუქა. ჰქონოდა თავის საკუთრებაში, გამოეყენებინა, ემართა კონცერტები და თვითონ დაეფინანსებინა და მოგება ენახა, ან გაექირავებინა. რომ ამბობთ, რომ 560 მლნ ლარი ეკონომია გავაკეთეთ, არანაირი ეკონომია არ არის, ვერ დავხარჯეთ იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩაკეტილი ქვეყნის პირობებში. ეს ბიუჯეტი არ შეესაბამება ხალხის მოთხოვნებს“,- განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა