ეკა ბესელია ნარკოტიკების მოხმარების დანაშაულისთვის მსჯავრებული პირების მიმართ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას მიმდინარე კვირას გეგმავს

ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელებას ეს პარლამენტი როგორც ჩანს, არ ან ვერ აპირებს, ამიტომ ვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას, რომ უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ დრომდე ამაოდ ელოდებოდნენ არსებული უსამართლო კანონმდებლობის სამართლიან გადახედვას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნარკოტიკების მოხმარების დანაშაულისთვის მსჯავრებული პირების მიმართ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას ამ კვირაში მოახდენს.

"დაპირებული ნარკოპოლიტიკის რეფორმა დაგვიანდა. ამ დრომდე არ არის განხორციელებული ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შესაბამისობაში მოიყვანდა კანონმდებლობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც შეეხო ნარკოდამოკიდებულ პირთა მიმართ გამოყენებულ საკანონმდებლო ნორმებს. ნარკოპოლოტიკის რეფორმის განხორციელებას ეს პარლამენტი როგორც ჩანს, არ ან ვერ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ნება არ ჩანს, ამიტომ ამ კვირაშივე მოვახდენ ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებას, რომ უსამართლო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც ამ დრომდე სასჯელს იხდიან და ამაოდ ელოდებიან სამართლიან გადახედვას არსებული უსამართლო კანონმდებლობის. მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა ნარკოდანაშაულის შესაბამისი მუხლის გაყოფა - რეალიზაციის და მოხმარების, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე მოხდა სასჯელთა შეკრების წესის გაუქმება, ვერ და არ მოხდა ამ დრომდე იმ მუხლების შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც ოდენობების მიხედვით განსაზღვრავს ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირებისთვის შეფარდებულ სასჯელს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, ინიციატივა შეეხება პირებს, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის იხდიან.

"ეს ინიციტივა შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის ან დამზადების ნიშნით კვალიფიცირებული დანაშაულისთვის და გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ეს პროექტი ეხება იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისთვის, ასევე იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ამავე პროექტის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულისთვის გათავისუფლებულ პირებს უნდა მოეხსნათ ნასამართლობა და აღუდგეთ ჩამორთმეული უფლებები," - აცხადებს ბესელია.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა