ნიკა გვარამია - თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თვალთვალი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად უკრაინის სამართალდამცავებმა დაიწყეს პანდემიის გამო, კი საქმე ქართულ მხარეს გადმოეგზავნა.

„რაც ჩვენს ხელთ არის ცნობილი კონტრტერორისტული დეპარტამენტიდან გამოძიება დაიწყო უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე თვის წინ, შარშან მის ტერიტორიაზე ეთნიკურად ჩეჩენი, თუ არ ვცდები, უკრაინის მოქალაქის მიერ ხდებოდა კოორდინირება გიორგი გაბუნიას საქართველოს ტერიტორიაზე ლიკვიდაციის. აღნიშნული იმართებოდა რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან. ხოლო უშუალო განხორციელება მიმდინარეობდა საქართველოს ტერიტორიაზე. თვეების განმავლობაში გიორგი გაბუნიას უთვალთვალებდნენ. ჩვენ იმთავითვე გავაძლიერეთ მისი დაცვა თავის დროზე. რამდენჯერმე გვქონდა ინფორმაცია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა გაბუნიაზე, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ეს არის ხელისუფლება, რადგან ყველა ჩვენს წამყვან სახეს უთვალთვალებს ხელისუფლება ჩემით დაწყებული, გაბუნიათი გაგრძელებული და სხვებით. ეს არ გაგვკვირვებია, მაგრამ ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ იყო მაშინ ცნობილი. უკრაინის ტერიტორიაზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება საქართველოსთვის შეუტყობინებლად და ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველო არ არის სანდო პარტნიორი, როდესაც გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ და დიდი ეჭვი არსებობდა აქედან ინფორმაციის გაჟონვის. კორონაპანდემიის დროს როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადმოეგზავნა საქართველოს სამართალდამცავებს“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, სწორედ ამ დროიდან აქვს ინფორმაცია მისი წყაროებიდან, რა იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, „თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია სერიოზულად არ მიიღო და ჩათვალა უკრაინაში საქართველოს დიდი ლობის პროვოკაციად“.

„მაინც მისასალმებელია კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე. ჩვენ ესეც შევამჩნიეთ. საბოლოო ჯამში დაკავებულ იქნა ეს მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი“, - განაცხადა გვარამიამ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა