გიგი უგულავა - რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, გიორგი გაბუნია უფრო დაცული იქნება ამ ძალადობისგან

გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართვა, რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, გიორგი გაბუნია უფრო დაცული იქნება ამ ძალადობისგან, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, რამზან კადიროვის დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

მისი თქმით, არსებობს შემთხვევები, როცა ხელისუფლებამ მსგავს ფაქტზე, მაგალითად, გივი თარგამაძის საქმეზე სათანადო რეაგირება არ მოახდინა.

“პოლიტიკურად ეს არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების იქნება თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დავალებით შეიძლება ასეთი რამ შენს ქვეყანაში ხდებოდეს. მთავარი პრობლემა ახლა არის ის, რომ თუ ჩვენ ამ პრაქტიკას გავითვალისწინებთ ჩვენი ხელისუფლების და მართლმსაჯულების და თუ ავიღებთ მაგალითად, გივი თარგამაძის აფეთქების საქმეს, იქიდან მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ, რომ ეს ხელისუფლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს ეხება საქმე, საქმეებს იძიებს, როგორც თითქოს ეხება მეორეხარისხოვან მოქალაქეს და ეს არის პრობლემა. ანუ თუ ვიღაც ოპოზიციის მომხრეა, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და მისი საქმის გარშემო გამოძიება შეიძლება იყოს “მიფუჩეჩებული”, ისევე, როგორც მოხდა თარგამაძის შემთხვევაში - “რა მოხდა?” აი, ასეთი ტონალობით და "ქართული ოცნების" მომხრეებსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში ეს - “რა მოხდა გიორგი გაბუნიაა”, ეს ტონალობა უკვე იგრძნობა, ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ თუ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" დააკანონებენ ამ ქვეყანაში, რომ ვიღაცეები ვართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები, ეს მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ანახებენ მათ, ვისაც თავი ელიტა ჰგონია და რომ „ყველაფერი უბედურება ამათ და ყველაფერი სიკეთე ამათ“- ასე ქვეყანა ვერ აშენდება და წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მკაფიო ნაბიჯები არამარტო გამოძიების მიმართულებით, არამედ პოლიტიკური ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გაფანტოს ეს ლეგიტიმური ეჭვი. საქართველოში მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან და ყველა ეს მოქალაქე სახელმწიფოსგან უნდა იყოს დაცული ერთნაირად და საიმედოდ“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართვა.

„იმისთვის, რომ სურათი უფრო ფართო და ნათელი იყოს და რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი რამ და მით უფრო, ამ შემთხვევაში გიორგი გაბუნია დაცული იქნება ამ ძალადობისგან”, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა