თბილისის მერის მოადგილე სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, სამგორის რაიონში, სპორტული ობიექტების მშენებლობის პროცესს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, დედაქალაქში ორი სპორტული ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო ოთხი სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთაგან ორი მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრია.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან სამი (ვარკეთილის მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, ჭიდაობის სპორტული დარბაზი და ლილოს საცურაო აუზი) სამგორის რაიონში მდებარეობს.

„სამგორის რაიონში, სპორტულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ. მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ და ტემპი დამაკმაყოფილებელია. პროცესში ასევე, ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც ხარისხის კონტროლში გვეხმარება. ზოგადად, მსგავსი პროექტების მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა და გვინდა, რომ აღნიშნულ პროცესში მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს. სპორტული ცენტრებით სამგორის რაიონის მოსახლეობასთან ერთად, მომიჯნავე უბნებიც ისარგებლებენ. მსგავსი ობიექტების მშენებლობა კი სხვა რაიონებშიც განხორციელდება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

მერიის ინფორმაციით, ვარკეთილის მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა 11 502 კვ.მ ტერიტორიაზე განხორციელდება და სრული დატვირთვის შემდეგ, 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. ცენტრში ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის სპორტული დარბაზი, ასევე, ტანვარჯიშისა და სპორტული ორთაბრძოლების დარბაზები განთავსდება, სადაც ძიუდოს, ჭიდაობისა და კარატეს სექციები განვითარდება, მათ შორის, მოეწყობა კრივის რინგი. სპორტული ცენტრი ფიტნეს დარბაზთან ერთად, ტრენაჟორების სივრცეს, ორ საცურაო აუზს, კაფეს, სპორტული ინვენტარის მაღაზიას, მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, საკონფერენციო დარბაზს, სახელოვნებო სკოლას, ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცეს მოიცავს.

მათივე ცნობით, ობიექტის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 11 499 998 ლარია. რაც შეეხება სამგორის რაიონში მდებარე დანარჩენ ორ ობიექტს, დიდ ლილოში არსებული შენობის სპორტულ დარბაზად გარდაქმნისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სახელშეკრულებო თანხა 934 353 ლარს შეადგენს. ლილოს დასახლებაში კი, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე, საცურაო აუზის მშენებლობა ხორციელდება. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია. სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად. ანდრია ბასილაიასთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო