სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის უგუნურ საქციელს აღარ მივიღებთ

სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის უგუნურ საქციელს აღარ მიიღებს, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იუნ დუ-ჰანმა განაცხადა. მისივე თქმით, კიმ ჩენ ინის დის მიერ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

„ეს უხეში და უაზრო ქმედება ორი ლიდერის მიერ ჩამოყალიბებულ ნდობას ფუნდამენტურად აზიანებს,“- განაცხადა „ლურჯი სახლის“ პრესსპიკერმა.

ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა მიიღოს ელჩები, რომლის გაგზავნის ინიციატივითაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გამოვიდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იონგ უნმა შეთავაზებას „უტაქტო და მავნე“ უწოდა და მის მიღებაზე უარი განაცხადა. ორ კორეას შორის სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც გუშინ ჩრდილოეთ კორეამ სასაზღვრო ქალაქ კესონში მდებარე ჩრდილოეთ-სამხრეთ კორეის სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა, რომელიც 2018 წელს ორი ქვეყნის ლიდერების მიერ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს