გიორგი რურუას საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს „დაკითხული პოლიტიკოსების ჩვენებები არაფრისმომცემია“

"მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, დღეს დაკითხული პოლიტიკოსების ჩვენებები არაფრისმომცემია. როგორც სამხარაძე აცხადებს, მოწმეებმა, რომლებიც სასამართლოში დაიკითხნენ, რურუა დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახეს.

"დაცვის მხარემ 6 მოწმე დაკითხა. ექსვივე მათგანმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა ნახეს 17- 18 ნოემბრს და მათან გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდათ. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებას - ჩხრეკას და შემდეგ დაკავებას, ამ ფაქტთან შემხებლობა არ ჰქონიათ. რუსთაველის გამზირიდან, იმ ადგილზე, სადაც მოხდა დაკავება, ანუ ჭავჭავაძის გამზირამდე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიამდე, 8 კილომეტრია დაშორება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ექვსივე მათგანმა აღნიშნა, რომ დაკავებამდრ 3, 5, 8 საათით ადრე ჰყავდათ გიორგი რურუა ნანახი და ამ 8 საათით ადრე მას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია. შესაბამისად, ექსვსივე მოწმის ჩვენება არაფრისმომცემია და სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში არ არის", - განაცხადა სამხარაძემ.

დღეს გიორგი რურუას საქმეზე რამდენიმე ოპოზიციონერი დაიკითხა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა