დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ლელომ“ რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიამ რამდენიმე ოლქში, ოპოზიციის სასარგებლოდ, მაჟორიტარობის კანდიდატი არ დააყენოს.

როგორც უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “შუადღის სტუდიაში” განაცხადა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, გაერთიანებული ოპოზიცია ვის დააყენებს კანდიდატებად.

"ლელო" ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვეა თანმიმდევრულია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ, როცა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბალანსი პროპორციულ და მაჟორიტარულ მანდატებს შორის, ჩვენ ვთქვით, რომ ვემზადებით 30-ვე ოლქში მაჟორიტარების დასასახელებლად, თუმცა იმ დროს, როდესაც უკვე ოფიციალურად წარდგენის დრო მოვა, ჩვენ შესაძლოა, რამდენიმე ოლქში გავითვალისწინოთ კონკრეტული კანდიდატების ვინაობა, რაობა, შანსები და რამდენიმე ოლქში არ დავასახელოთ ჩვენი კანდიდატები იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი შანსები და გავაძლიეროთ ზოგადად ოპოზიციის შანსებიც. ეს დამოკიდებული იქნება იმ კონფიგურაციასა და კონკრეტულ კანდიდატებზე, კონკრეტულ ოლქში შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ არც იმის ილუზია გვაქვს, რომ 30-ვე ოლქში გვეყოლება „გამარჯვების კანდიდატი“, ეს შეუძლებელია, არც ერთი პარტიას არ უნდა ჰქონდეს ასეთი ილუზია, თუ მას სუს-ი, კუდ-ი და მილიარდები არ უმაგრებს ზურგს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადად, “ლელო” შეიქმნა იმისთვის, რომ ქვეყანაში “ორპოლუსიანობა” დაასრულოს და პარტია იზიარებს იმ ამომრჩევლის პოზიციას, ვინც ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობა უნდა დასრულდეს, მაგრამ არა წინა ხელისუფლების დაბრუნების გზით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა