დავით ბაქრაძემ ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

’’ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთა შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლიენი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კვიპროსის პრეზიდენტი ქრისტოს ანასტადიადი , აგრეთვე ევროკავშირის სხვა პოლიტიკური ლიდერები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა პარტიების თავმჯდომარეები. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტიორობის ინიციატივა.

დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროკავშირ - საქართველოს ურთიერთობებში ახალი ნაბიჯების და ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების აუცილებლობაზე, პანდემიის პირობებში საქართველოსთვის მეტი ფინანსური დახმარების გამოყოფის საჭიროებაზე. პარტიის ლიდერმა ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორებს რუსეთის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის და ადამიანების გატაცების ბოლო შემთხვევებზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსეთის სანქციების მხარდაჭერისთვის.

დავით ბაქრაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდობიანად ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე, როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა