მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა და გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის მონასტერთან მისასვლელ გზას, ავტოსადგომსა და ვიზიტორთა ცენტრს აშენებს.

„ტურისტების და მომლოცველების ავტოტრანსპორტის სიმრავლის გამო მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას, რის გამოც ბოდბის მონასტერთან ხშირად იქმნებოდა საცობი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, დამთვალიერებლები მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეძლებენ ისარგებლონ ორდონიანი ავტოსადგომით, რომელიც იქნება კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანის პარკის გამწვანება-კეთილმოწყობის სამუშაოებიც. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, განათების ბოძები და საფეხმავლო ბილიკები. დამონტაჟდება სკამები, სანაგვე ურნები, მოეწყობა მწვანე საფარი. პროექტის ფარგლებში აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციის შენობა, სპორტული მოედანი, ფანჩატური. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საზაფხულო კინოთეატრს, ამფითეატრს, პერგოლას. გურჯაანის პარკის ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გარე განათების, სანიტარული კვანძების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. პარკის ტერიტორია შემოიღობება და მოეწყობა დეკორატიული კუთხე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რეგიონში იყოს უზრუნველყოფილი ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც თავის წვლილს შეიტანს მის განვითარებაში.

„ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს, რომელიც მიმართულია რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ერთ-ერთი მაგალითია გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია. ეს არის ისტორიული პარკი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობის ადგილი და შესაბამისად მისი აღდგენა და ძველი ფუნქციის დაბრუნება ხელს შეუწყობს, როგორც გურჯაანის მოსახლეობისთვის კომფორტული პირობების შექმნას, ასევე გურჯაანისთვის იმ ცენტრის ფუნქციის დაბრუნებას რომელიც დაეხმარება ქალაქს დამატებით ტურისტების მოზიდვაში. გარდა ამისა ჩვენ ტრადიციულად ვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას სხვადასხვა კულტურულ ძეგლებთან, შესაბამისად, ბოდბესთანაც ვაწყობთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას- პარკინგს, ვიზიტორთა ცენტრს. ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია წყალგაყვანილობის სისტემის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მნიშვნელოვანი პროექტია გურჯაანის შემოვლითი გზა, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, დაახლოებით 40 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოა და უკვე წელს გვექნება უსაფრთხო და სწრაფი გზა მგზავრობისთვის, ეს მისცემს დამთვალიერებლებს საშუალებას მეტი ლოკაცია მოინახულონ ტურისტული მარშრუტის გავლისას და შესაბამისად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ყველა რეგიონში შევიდეს მეტი შემოსავალი",- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამინისტრო ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის დასრულების შემდეგ გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს, საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს გავლა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანში და მიმდებარე სოფლებში გზის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო