ნაზი ჯანეზაშვილი - სამწუხაროდ, ანა დოლიძე იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია მისი გათავისუფლება

სამწუხაროდ, ანა დოლიძე იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია მისი გათავისუფლება. მე არ ვიქნები ის პიროვნება ვინც სასამართლოში ამაზე დაიწყებს დავას, თვითონ უნდა იყოს კეთილსინდისიერი ის ადამიანი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ შეძლებს ქვეყნის განვითარებას და თუ ამდენი ამბიცია აქვს თვითონ უნდა ეყოს გამბედაობა და წავიდეს თანამდებობიდან, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტმა ანა დოლიძე უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა, ეს იმ მომენტშიც დარღვევა იყო, თუმცა როდესაც ამაზე მაშინვე არ ისაუბრეს, მას „მადა მოემატა“ და დღესაც იმავე პოლიტიკას აგრძელებს.

„სამმა პოლიტიკოსმა დამაკავშირა სასამართლო სისტემის კლანთან, მე მათ ვურჩევდი, რომ გაეხსენებინათ როდის გაჩნდა ეს ტერმინი მათ ლექსიკონში, როდის გაიგეს სასამართლო სისტემაში რა ხდებოდა და რა პრობლემები იყო. ლევან კობერიძემ ისიც უნდა გაიხსენოს რას დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნებაში” იყო. ასევე, ანა დოლიძემაც გაიხსენოს რატომ გახდა საბჭოს წევრი და როგორ გახდა. სამწუხაროდ, როდესაც იგი პრეზიდენტმა დანიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად, ეს მაშინაც დარღვევა იყო. როგორც ჩანს, როდესაც ამაზე არ ვისაუბრეთ მაშინვე, მას მადა მოემატა და დღესაც აგრძელებს ამ პოლიტიკას. მას შეუძლია კანონი დაარღვიოს და ამ ფორმით მიაღწიოს გარკვეულ წარმატებებს პოლიტიკურ ასპარეზზე და სასამართლო სფეროში. მე არ ვუჭერ მხარს კლანურ ურთიერთობებს, ამიტომ დავუჭირე მხარი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომელიც ანა დოლიძესთან დაკავშირებით გაკეთდა. არასამთავროებისგან განსხვავებით უფრო მეტი ვიცი და მეტს ვხედავდი, რადგან საბჭოს წევრი ვარ, ჩემი კითხვები უფრო გაფართოვდა, რაზეც ანა დოლიძემ პასუხი ვერ გასცა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისი აზრით, ადამიანი შეიძლება არ იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ პოლიტიკაში იყოს ჩართული, რაც კანონდარღვევაა.

„სამწუხაროდ, ანა დოლიძე იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია მისი გათავისუფლება. მე არ ვიქნები ის პიროვნება ვინც სასამართლოში ამაზე დაიწყებს დავას, ვინაიდან სასამართლოში სერიოზული პრობლემებია თვითონ უნდა იყოს კეთილსინდისიერი ის ადამიანი ვისაც პრეტენზია აქვს, რომ შეძლებს ქვეყნის განვითარებას თუ ამდენი ამბიცია აქვს, თვითონ უნდა ეყოს გამბედაობა, კეთილსინდისიერება და წავიდეს თანამდებობიდან. კანონში წერია, რომ საბჭოს წევრს ეკრძალება პოლიტიკურ პარტიაში წევრობა და საქმიანობა. ადამიანი შეიძლება არ იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მაგრამ პოლიტიკაში იყოს ჩართული. ის ამბობს, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც არის თვალთმაქცობა და საზოგადოების მოტყუება. ადამიანი არის პოლიტიკაში და ამბობს, რომ ის არ არის პოლიტიკოსი,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა