მეტროსადგურ „ნაძალადევთან“ ორი მოპედის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მოპედი შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი მოპედის მძღოლი. „ორი მოპედი შეეჯახა ერთმანეთს. დაშავდა ერთ-ერთის მძღოლი და ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი,“-აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს