დიმიტრი ხუნდაძე - სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ზიანის გარეშე 20 ივნისის პროცესები ვერ დასრულდა

“ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ჟურნალისტებთან 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ აქციის დროს მოქალაქეები დაზარალდნენ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა იყო.

"სამწუხაროა, რომ 20-21 ივნისის მოვლენები ადამიანის ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. თავიდან აქცია მშვიდობიანი იყო, მათ გაბრაზების საფუძველიც ჰქონდათ, მაგრამ ღამით შემდეგ ის გადაიზარდა ერთი ჯგუფის მხრიდან ძალადობაში, იყო მცდელობა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამხობის. ის, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოში შეჭრილიყვნენ, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი სამართლიანი ქვეყნისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ზიანის გარეშე ეს პროცესი ვერ დასრულდა“, - განაცხადა ხუნდაძემ.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია