ახალგაზრდობის სააგენტოსა და UNFPA-ს ინიციატივით, გაერო-ს ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე თემატური ჯგუფის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდობის სააგენტოსა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ინიციატივით, გაეროს ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე თემატური ჯგუფის გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდასაჭერად, 2019 წელს გაერო-მ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე თემატურ ჯგუფში 60–მდე საერთაშორისო პარტნიორი და დონორი ორგანიზაცია მოიწვია. ჯგუფს ახალგაზრდობის სააგენტო და UNFPA თავმჯდომარეობენ. ჯგუფი მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდობის განვითარებაზე მიმართული საქმიანობის კოორდნირიებას და გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების მხარდაჭერას, ასევე, პარტნიორული პლატფორმების ხელშეწყობას. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ახალგაზრდობის სააგენტოს პრიორიტეტები, ახლაგაზრდობის განვითარების გეგმები და ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტი 2020–2030. გაეროს თემატური ჯგუფი აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდობის სააგენტოს მისი დაარსების დღიდან, საქართველოს ახაგაზრდული სტრატეგია 2030–ის შემუშავების პროცესში, რომელსაც სააგენტო ევროკავშირისა და გაეროს თემატური ჯგუფის მხარდაჭერით ანვითარებს.

„ახალგაზრდობა ნებისმიერი ქვეყნის ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი რესურსია. ახალგაზრდობის სააგენტოს მიზანია საქართველოს ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ მოქალაქეებად, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობა. ამ პროცესში სააგენტოსთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორი საერთაშორისო სამთავრობო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათი გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება,“ განაცხადა რეზო ჩარკვიანმა, სააგენტოს თავმჯდომარემ. „მოხარული ვართ, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ინიცირებული პროცესი წარმტებით მიმდინარეობს და ახალგაზრდობის საკითხები კვლავაც რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებისა, ჩვენი ჯგუფი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ახალგაზრდობის განვითარებაში ინვესტირება არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსთან ამ მიმართულებით,“ - განაცხადა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

გაეროს ახალგაზრუდულ საკითხებზე მომუშვე თემატური ჯგუფი 60–მდე ორგანიზაციას აერთიანებს, მათ შორის არიან: UNFPA, UNDP, UNICEF, UNIDO, UNHCR, და ILO.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა