იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კანონპროექტს 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

სხდომას საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრები, ასევე დეპუტატი ეკა ბესელია ესწრებოდნენ.

განხილვისას უმრავლესობის მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს "ქართული ოცნების" 92 დეპუტატი გარანტირებულად უჭერს მხარს. პროექტის მხარდაჭერა დაადასტურეს ასევე "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრებმა. მათი განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებას პლენარულ სხდომაზე ფრაქციის 7-ვე წევრი დაუჭერს მხარს.

სხდომას არ დასწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა 21 ივნისს მოხდება.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა