ჭავჭავაძის გამზირზე დღეიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება

ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეიდან გამზირზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

„N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსების მოძრაობა აღდგება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად - ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისად განხორციელდება. ხვალიდან ჭავჭავაძის გამზირზე N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსები საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით: ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კი ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებით იქნება დასაშვები. კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრას მძღოლები აბაშიძის ქუჩიდან შეძლებენ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა თავისუფალი იქნება; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით. თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო