თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„ა(ა)იპ კოლეჯმა „პრესტიჟი“ სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 2 647 125,49 ლარი. აღნიშნული მოიცავს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, გარე სპორტული მოედანის მშენებლობა-მოწყობას, შენობის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით კოლეჯში დამატებით იგეგმება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-მოწყობა, აგრეთვე, გარე სახელოსნოების მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით. შენობის, სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების სამშენებლო სამუშაოების დასრულების და მათი სრული აღჭურვის შემდგომ კოლეჯი დაიმატებს და განახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად, რეგიონისათვის პრიორიტეტულ შემდეგ მიმართულებებს: აგრარული, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მომსახურების სფეროს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროფესიული კოლეჯი თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

„პროფესიული კოლეჯი პრესტიჟი განაგრძობს ფუნქციონირებას ოქტომბრის თვიდან, ახალი პროფესიებით, ახალი პროგრამებით. ეს არის სრულიად თანამდეროვედ აღჭურვილი და რეაბილიტირებული კოლეჯი, რომელიც შესთავაზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით განახლებულ პროგრამებს. ვფიქრობ, რომ თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. იმედი გვაქვს, რომ კოლეჯი შეძლებს და შესთავაზებს ახალგაზრდებს და ზრდასრულებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან სერვისებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს კოლეჯის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენ მოვაწყობთ ექსტრა-კულიკულური აქტივობების დასანერგად მრავალფეროვან გარემოს, სხვადასხვა კლუბებს და ხელშემწყობ აქტივობებს სტუდენტების საინტერესო ცხოვრების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრის არსებობა მზარდი ეკონომიკის პირობებში. „შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თელავში ამ კოლეჯის რეაბილიტაციას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განგრძობადია - მოხდება სახელოსნოებისა და პერსპექტივაში, საერთო საცხოვრებელის დამატება. აღსანიშნავია, რომ აქ დანერგილი პროფესიები მორგებულია იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც ჩვენ ადგილზე გაგვაჩნია. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ გვინდა საერთაშორისო თანამშრომლობა უკვე გამოცდილ პროფესიულ კოლეჯებთან, უცხოეთში კარგად აპრობირებული გაცვლითი პროგრამების დასანერგად“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ავტოპარკინგის კეთილმოწყობაც მიმდინარეობს. „თელავის პროფესიული სასწავლებელი „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ავტოპარკინგის კეთილმოწყობას. აღნიშნული სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თელავში პროფესიული კოლეჯი „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან ერთად, კოლეჯში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„ა(ა)იპ კოლეჯმა „პრესტიჟი“ სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო დაფინანსება 2 647 125,49 ლარი. აღნიშნული მოიცავს: ძირითადი სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, გარე სპორტული მოედანის მშენებლობა-მოწყობას, შენობის გარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით კოლეჯში დამატებით იგეგმება სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა-მოწყობა, აგრეთვე, გარე სახელოსნოების მშენებლობა და აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსით. შენობის, სასწავლო სახელოსნოებისა და ლაბორატორიების სამშენებლო სამუშაოების დასრულების და მათი სრული აღჭურვის შემდგომ კოლეჯი დაიმატებს და განახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად, რეგიონისათვის პრიორიტეტულ შემდეგ მიმართულებებს: აგრარული, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მომსახურების სფეროს სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, თამარ ქიტიაშვილის განმარტებით, პროფესიული კოლეჯი თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.

„პროფესიული კოლეჯი პრესტიჟი განაგრძობს ფუნქციონირებას ოქტომბრის თვიდან, ახალი პროფესიებით, ახალი პროგრამებით. ეს არის სრულიად თანამდეროვედ აღჭურვილი და რეაბილიტირებული კოლეჯი, რომელიც შესთავაზებს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საინჟინრო, ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით განახლებულ პროგრამებს. ვფიქრობ, რომ თელავისთვის და მთლიანად კახეთის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. იმედი გვაქვს, რომ კოლეჯი შეძლებს და შესთავაზებს ახალგაზრდებს და ზრდასრულებს მათ საჭიროებებზე მორგებულ მრავალფეროვან სერვისებს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გააგრძელებს კოლეჯის განვითარებაზე ზრუნვას და ჩვენ მოვაწყობთ ექსტრა-კულიკულური აქტივობების დასანერგად მრავალფეროვან გარემოს, სხვადასხვა კლუბებს და ხელშემწყობ აქტივობებს სტუდენტების საინტერესო ცხოვრების მხარდასაჭერად“, - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახეთის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კადრის არსებობა მზარდი ეკონომიკის პირობებში. „შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქ თელავში ამ კოლეჯის რეაბილიტაციას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განგრძობადია - მოხდება სახელოსნოებისა და პერსპექტივაში, საერთო საცხოვრებელის დამატება. აღსანიშნავია, რომ აქ დანერგილი პროფესიები მორგებულია იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებიც ჩვენ ადგილზე გაგვაჩნია. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა ის გარემოება, რომ გვინდა საერთაშორისო თანამშრომლობა უკვე გამოცდილ პროფესიულ კოლეჯებთან, უცხოეთში კარგად აპრობირებული გაცვლითი პროგრამების დასანერგად“,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ავტოპარკინგის კეთილმოწყობაც მიმდინარეობს. „თელავის პროფესიული სასწავლებელი „პრესტიჟის“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს კოლეჯის გარე პერიმეტრზე არსებული სანიაღვრე არხებისა და ავტოპარკინგის კეთილმოწყობას. აღნიშნული სამუშაოები აგვისტოს თვეში დასრულდება“, - განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის