ეკა ბესელია - ვიდრე სამივე მოსმენით არ იქნება მიღებული ცვლილებები და სისტემა არ შეიცვლება, იქამდე განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზება გვჭირდება

ვიდრე სამივე მოსმენით არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები და სისტემა არ შეიცვლება, იქამდე გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, მისასალმებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობის არმიღებაზე პოზიცია შეცვალეს და კენჭისყრას დაესწრებიან.

"დღევანდელი კენჭისყრა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. მე, პირადად მიხარია, რომ იმ პარტიებმა, ვინც ამბობდა, რომ კენჭისყრაში არ იღებდა მონაწილეობას, გადახედეს თავიანთ გადაწყვეტილებას და შეცვალეს პოზიცია. ეს სწორია, იმიტომ, რომ არავითარი კითხვის ნიშანი, არანაირი საფრთხე არ უნდა გააჩინოს. არ უნდა გავაჩინოთ კითხვები, რომ კენჭისყრამდე, შეიძლება, რაიმე მოხდეს. ამიტომ, პირადად მგონია, რომ ვინც ბოლო მომენტში შეცვალა პოზიცია და შეწყვიტა ბოიკოტი ოპოზიციური პარტიებიდან, ეს დააზღვევს იმ რისკებს, რაზეც ვლაპარაკობდით. ეს დააზღვევს იმ რისკებს, რომ შეიძლება, რაღაც მომხდარიყო გაუთვალისწინებელი კენჭისყრის პროცესში. ამიტომ, ახლა, ალბათ სრულიად გამორიცხულია, რომ რაიმე მოხდეს, იმიტომ, რომ საკმარისია იმ ხმების გათვალისწინებით, რისი მობილიზებაც ხდება პირველი მოსმენით იყოს მიღებული, მაგრამ ვიდრე სამივე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს ცვლილებები და სისტემა არ შეიცვლება, იქამდე გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე და მობილიზება" , - განაცხადა ბესელიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ