დავით ჭიჭინაძე  „ვაჭრობის“ მიზეზით ხსნის, რატომ არ აპირებს მხარი დაუჭიროს საარჩევნო ცვლილებებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რატომ არ აპირებს მხარი დაუჭიროს საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს.

მისი თქმით, მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რაც ამ საკითხის გარშემო მიმდინარეობს.

„ჩემი მხარდაჭერა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება. ჯერ ერთი, გაუგებარია, როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73 მაჟორიტარს ხალხის მსახურებაში? და მეორე, აბსოლუტურად მიუღებელია ის „ვაჭრობა“, რასაც ამ თემის გარშემო ბოლო თვეებია ვაკვირდებით.

2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, გადაწყვეტილება, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, გასაგებიც იყო და აუცილებელიც! მაგრამ ეს რაღაც შუალედური არგუმენტები, დაუსრულებელი ვაჭრობა, სრულიად გაუგებარია. თანაც რა გამოდის, მთელი ამდენი ე.წ. ცვლილება, რომლითაც ასე ამაყობდა „ქართული ოცნება“, თუნდაც 2017 წლის ცვლილებები, ტყუილა ჩატარდა? როდის ვიტყუებოდით, მაშინ, თუ ახლა?! მოკლედ, ჩემი რწმენით, ყველა ცვლილება უკეთესობას, ხალხის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, პოლიტიკოსების ვაჭრობის თემა კი არ უნდა გახდეს და მათთვის ადგილების მიღების გარანტი. ამიტომ არ ვუჭერ ამ ცვლილებებს მხარს“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო