ვლადიმერ პუტინი - არ გამოვრიცხავ პრეზიდენტად კენჭისყრის შესაძლებლობას, თუ კონსტიტუციაში აისახება - თუკი ეს არ იქნება, ძალიან ბევრ დონეზე დაიწყება თვალების ცეცება, შესაძლო შემცვლელის საძებნელად

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს, რომ ამავე თანამდებობაზე ახალი ვადით იყაროს კენჭი, თუკი მიღებული იქნება შესაბამისი შესწორება კონსტიტუციაში. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ფილმისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომლის სახელწოდებაა: „რუსეთი, კრემლი, პუტინი“.

„ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ კენჭისყრის შესაძლებლობას, თუკი ეს აისახება კონსტიტუციაში, ვნახოთ“, - განაცხადა პუტინმა.

მანვე მოუწოდა მაღალჩინოსნებს, ნუ მოძებნიან მის შემცვლელს ახლა, არამედ დაკავდნენ თავისი უშუალო სამსახურით. „მუშაობაა საჭირო და არა შემცვლელის ძებნა“, - განაცხადა პუტინმა.

„იცით, ახლა აბსოლუტურად ღიად გეტყვით: თუკი ეს არ იქნება {კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება}, ორი წლის შემდეგ, ეს ჩემი პირადი გამოცდილებით ვიცი, ნაცვლად ნორმალური რითმული მუშაობისა, ხელისუფლების ძალიან ბევრ დონეზე დაიწყება თვალების ცეცება შესაძლო შემცვლელის საძებნელად“ , - განაცხადა პუტინმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა