EMC და საია პარლამენტს მოუწოდებენ, შრომის კანონმდებლობის რეალური რეფორმა გაატაროს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გაატაროს ბაზისური უფლებების გარანტირებისთვის აუცილებელი შრომის კანონმდებობის რეფორმა. ამის შესახებ ორგანიზაციებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტიდან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტია ამოღებული.

„ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და გაატაროს რეალური რეფორმა შრომის კანონმდებობის. მიიღოს ის გარანტიები, რომელიც აუცილებელია მოწყვლადი და დაუცველ მდგომარეობაში მყოფი მშრომელების დასაცავად. ჩვენი ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას ამ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვებში. სამწუხაროდ, შეთხელებული კანონპროექტია ახლა პარლამენტში შესული, ამოღებულია ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი. პარლამენტი წავიდა სერიოზულ კომპრომისზე ბიზნესთან. მოვუწოდებთ პარლამენტს, აიღოს პასუხისმგებლობა, მიიღოს ერთხელ და სამუდამოდ მინიმალური ბაზისური ცვილებები, ბაზისური გარანტიები, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონპროქტი, იმისთვის, რომ გააძლიეროს ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულები“,- განაცხადა EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა კოტე ერისთავმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს