გიორგი რურუას დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის 4 მოწმე დაიკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის 4 მოწმე დაიკითხება.

როგორც სხდომის დაწყებამდე ბრალდებულის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთხივე მოწმე პოლიციელია, რომლებიც ბრალდების მხარემ არ გამოკითხა და არ მიიჩნია, რომ ისინი მოწმეთა საიში უნდა შეეყვანა და დაეკითხა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოქმედებებით გიორგი რურუას უდანაშაულობა დასტურდება და სწორედ ამიტომ შევიყვანეთ ისინი დასაკითხ პირთა სიაში. კერძოდ, ერთ-ერთი მათგანი არის როლანდ მესხი, რომელიც იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და ჩაატარა თითქოს ოპერატიული თათბირი, გასცა დავალება იმისათვის, რომ დაეკავებინათ გიორგი რურუა. ასევე, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს დროის ის მოკლე მონაკვეთი, რა პერიოდშიც პოლიციელებმა მოასწრეს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების განხორციელება და დოკუმენტის შედგენა. სწორედ ამ მიმართულებით გვექნება კითხვები. ვფიქრობთ, ამ კთხვებით გამოვააშკარავებთ იმას, რომ რეალურად გაყალბდა დოკუმენტები და მოგვიანებით შეადგინეს ის“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პროცესს თავად ბრალდებული გიორგი რურუაც ესწრება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა